Friday, June 29, 2012






მინანქრის ისტორია 3000 წლის ისტორიას ითვლის,უცნობია პირველად ვინ,სად და როდის მოახდინა მეტალისა და შუშის შეკავშირება,ეგვიპტელები მინანქრის ტექნოლოგიებს ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღღიცხვამდე 2500წელს იყენებდნენ.პირველი ქარული მინანქარი მე-8-ე საუკუნის ხახულის ხატია,რომელიც ყველაზე დიდი ნიმუშია მსოფლიოში ტიხრული მინანქრისა,სწორედ ხახულის ხატის შესწავლით მეცნიერები ვარაუდობენ,რომ მინანქრის ნიმუშები პირველად საქართველოში იქმნებოდა. ქართული მინანქარი გამორჩევა მთელი რიგი თავისებურებებით,დღესდღეისობით საქართველოში ეს სფერო ძალიან პოპულარულია.მინანქრის ხელოვნება რაიმე უნივერსალურ წესზე არაა დამოკიდებული,არამედ პიროვნულ ნიჭსა და ყოველდღიურ პრაქტიკაზე.ტიხრული მინანქრის ნამუშევრებს ძირითადად ოქროზე ვერცხლზე და სპილენძზე ასულებენ,თავდაპირველად იქმნება ესკიზი,შემდეგ ტიხრებით ანუ ოქროს ან ვერცხლის უწვრილესი ძაფებით იხატება ეს ესკიზი ლითონის ფირფიტაზე და წებდება სპეციალური წებოთი.ამის შემდეგ უკვე შერჩეული ფერები იდება ტიხრებს შუა წვრილი ფუნჯით რამოდენიმეჯერ, შემდეგ მას ოსტატი გამოწვავს სპეციალურ ღუმელში 750 გრადუსიდან ზევით.გამოწვის შემდეგ მინანქარი მუშავდება ჯერ ალმასის ფირფიტზე შემდეგ კი ე.წ.,,შკურკაზე''მინანქარზე მუშაობა ძალზედ ფრთხილად და წესების დაცვით უნდა მოხდეს, რადგან იგი გამოწვისას გამოყოფს შხამს.ეს ყველაფერი ძალზედ ხანგრძლივი დაშრომატევადი საქმეა                                          გოგოთიძე მარიამი